Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 20-მდე ადამიანი შეიწირა, სავარაუდოდ, პოლიციის წინააღმდეგ მიმართულმა თავდასხმებმა


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 19 ადამიანი დაიღუპა დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციაში წუხელ მომხდარი თავდასხმების შედეგად. თავდასხმები, როგორც ჩანს, პოლიციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ერთ-ერთი თავდასხმისას, დანაღმული სატვირთო ავტომანქანა ააფეთქეს ხიდზე, რის შედეგადაც ხიდი დაინგრა და დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მყოფი ოთხი პოლიციელი. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ მონაცემებით, მიმდინარე თვეში ძალადობამ ერაყში 520-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG