Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „გრინპისის“ წევრების საქმეს „ხულიგნობის“ კვალიფიკაცია მიეცა


რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტმა შეცვალა კვალიფიკაცია სისხლის სამართლის საქმეზე „გრინპისის“ დაპატიმრებული წევრების მიმართ და მათ „მეკობრეობის“ ნაცვლად უფრო მსუბუქი „ხულიგნობის“ მუხლით გაასამართლებენ. ამის თაობაზე საგამომძიებლო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა. 19 სექტემბერს პეჩრსკის ზღვაში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინპისის“ ყინულმჭრელი, რომელზე მყოფი აქტივისტებიც ცდილობდნენ კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილ პლატფორმაზე საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებდნენ არქტიკის ზღვაში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ. ყინულმჭრელზე მყოფი 30-ივე ეკოლოგი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG