Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაპატიმრებული ამერიკელი პასტორი გაათავისუფლეს


ამერიკელი პასტორი, რომელიც ირანში, თეირანში იყო დაკავებული 24 საათზე მეტ ხანს, შინ, აშშ-ში დაბრუნდა. პასტორი ედი რომერო ლოს ანჯელესში 23 ოქტომრებს ჩავიდა ირანიდან გაძევების შემდეგ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარგად ეპყრობოდნენ და რომ კარგი, ხანგძლივი საუბარი ჰქონდა ინგლისურენოვან გამომძიებელთან. ჩემთვის ეს ერთად გატარებული შესანიშნავი დრო იყოო, თქვა რომერომ. მისივე თქმით, ის ორჯერ გაჩხრიკეს და ექვსი სააათის განმავლბაში დაკითხავდნენ. რომერო თეირანში დააპატიმრეს ევინის ციხესთან, სადაც ის ქრისტიანი ტუსაღების და უფლებადამცავი ადვოკატის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად მივიდა. მას მერე, რაც რომერო ხუთი წუთის განმავლობაში გაჰყვიროდა ლოზუნგებს, ის ციხის გუშაგებს მშვიდობიანად ჩაბარდა.
XS
SM
MD
LG