Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 წელი შესრულდა მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებიდან


პარასკევს შესრულდა 10 წელი რუსი ბიზნესმენის, კომპანია „იუკოსის“ ყოფილ მფლობელ მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებიდან. ის 2003 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს და რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს გადასახადებისათვის თავის არიდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. 2010 წელს მას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს საკუთარი კომპანიისაგან ფულის მითვისებაში. ხოდორკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წელს ამოიწურება, ხოლო მისი ბიზნესპარტნიორის, ხოდორკოვსკისთან ერთად გასამართლებული პლატონ ლებედევის - რამდენიმე თვით ადრე, 2014 წლის მაისში. ხოდორკოვსკის მხარდამჭერები შიშობენ, რომ მას შესაძლოა ახალი ბრალდებები წაუყენონ ციხეში დასატოვებლად. მათი აზრით, ხოდორკოვსკის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.
XS
SM
MD
LG