Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში ჩავიდა წინასაარჩევნო გარემოს გასაცნობად


წინასაარჩევნო გარემოს გასაცნობად ზუგდიდში ჩავიდა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას. საელჩო აღნიშნავს, რომ 2008 წლიდან აშშ-ის მთავრობამ გამოყო 120 მილიონი დოლარი საქართველოში დემოკრატიის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით. აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, თუ კანდიდატს, არამედ საქართველოს ძალისხმევას განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
XS
SM
MD
LG