Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარემ დიპლომატებს გააცნო არჩევნებისთვის მზადების პროცესი


საპრეზიდენტო არჩევნების დღისთვის მზადების პროცესი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა გააცნო ცესკოს თავმჯდომარემ. თამარ ჟვანიას განცხადებით, სხვადასხვა საკითხის დასაზუსტებლად ელჩებს ჰქონდათ მხოლოდ შეკითხვები და არა რაიმე რეკომენდაცია. ჟვანიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს მიღებული ყველა ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე, ამოიბეჭდება და საჯაროდ გამოიკვრება. დღესვე თბილისში გაიმართა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წევრებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენელთა შეხვედრა. პოლიტიკური პარტიების ლიდერთა შეფასებით, საარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ცესკოს მიერ აკრედიტებული 60 ადგილობრივი და 65 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.
XS
SM
MD
LG