Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, სიმბოლური ქელეხის სუფრა გაშალეს


ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები ყოფილი პოლიტპატიმრები იყვნენ. მათი განცხადებით, აქციის მიზანია მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დასასრულის აღნიშვნა. აქციის მონაწილეებმა ქუჩაში ქელეხის სიმბოლური სუფრა გაშალეს. აქციის თაობაზე კომენტარი გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. გიორგი კირთაძის განცხადებით, აქცია უკანონოა, რადგანაც გარკვეული დროით ხდება ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება. აჭარის მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება დასრულდა.
XS
SM
MD
LG