Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17,15 % შეადგინა


12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17,15 % შეადგინა. საქართველოს ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ათენში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები ხმას ვერ აძლევენ და ამან პროტესტი გამოიწვია. აზარაშვილის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების რაოდენობა 3 979-ია და ეს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, კანონის თანახმად, ვერ მიიღებენ.
XS
SM
MD
LG