Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ


საარჩევნო უბნების დახურვის და ეგზიტ პოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდა. სატელევიზიო გამოსვლისას მან განაცხადა, რომ დემოკრატიის წესის თანახმად, არჩევნების ბედს უმრავლესობა წყვეტს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და დღეს განვითარებული მოვლენები და მათი შედეგები საქართველოსთვის სერიოზული უკანდახევაა. ”მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებში, როცა საქართველო შეუქცევადად მიდის ევროპისკენ და გაიზარდა ახალი თაობები, საბოლოოდ წყვდიადის და რეგრესის ძალები ფეხს ვერ მოიკიდებენ, ყველა სიძნელე დროებითია და წინსვლა გაგრძელდება”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG