Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრუკლინის პოლიცია იძიებს ქალისა და მისი ოთხი შვილის მკვლელობას


ბრუკლინის პოლიცია აგრძელებს გამოძიებას ახალგაზრდა ქალისა და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის თაობაზე. ისინი შაბათს ხორცის საჭრელი დანით მამის ბიძაშვილმა დახოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის პოლიცია იტყობინება. პოლიციამ ორი ბიჭის, ორი გოგონასა და მათი დედის დასახიჩრებული სხეულები სახლში, ბრუკლინ სან რაიზის რაიონში აღმოაჩინა. ბავშვების მამის 25 წლის ბიძაშვილი იმ დროისათვის სახლში იმყოფებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ მას მკვლელობის ბრალდება წარედგინება. ამ დროისათვის უცნობია მკვლელობის მოტივი.
XS
SM
MD
LG