Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უშიშროების სააგენტო: ობამამ არ იცოდა, რომ მერკელის სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ


ამერიკის უშიშროების ეროვნულმა სააგენტომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯერ კიდევ 2010 წელს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ. სააგენტოს ხელმძღვანელის კიტ ალექსანდერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას არასდროს განუხილავს პრეზიდენტ ობამასთან ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებული საკითხები. მიმდინარე კვირაში გერმანიის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, რომ შეერთებული შტატების დაზვერვა კანცლერ ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს ისმენდა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგარეო და საშინაო დაზვერვის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს გამართავენ თეთრ სახლსა და უშიშროების ეროვნულ სააგენტოში.
XS
SM
MD
LG