Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმათა 62,09% აქვს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმათა 62,09% აქვს და დათვლილია უბნების 90,99%. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, დათვლილია 3376 ძირითადი, ასევე 28 ე.წ. სპეციალური უბანი. შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 62,09%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, რომელსაც მხარი ამომრჩევლის 21,09%-მა დაუჭირა, შემდეგ პოზიციას კი, 10,06%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იკავებს.
XS
SM
MD
LG