Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლიტვის პრეზიდენტმა


გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ. მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა. ”გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ერთად შევძლებთ სათანადოდ შევაფასოთ საქართველოს ევროპული არჩევანი ვილნიუსის მოახლოებულ სამიტზე”, - ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის განცხადებაში. დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილი სამიტზე დასაწრებად ვილნისუში მიიწვია. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ლიტვის დედაქალაქში ნოემბრის ბოლოს გაიმართება, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ელის.
XS
SM
MD
LG