Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის შეიარაღებულ მეამბოხეებს მთავრობასთან მოლაპარაკება არ სურთ


სირიის შეიარაღებულ მეამბოხეთა მთავარ ჯგუფს არ სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის მომავლის გარშემო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელშიც ჩართული იქნებიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წარმომადგენლები. განცხადებით, რომელიც 20-მა ისლამისტურმა რაზმმა გაავრცელა, მთავრობასთან ასეთი მოლაპარაკება ღალატად შეფასდებოდა მეამბოხეთა სასამართლოს მიერ. რუსეთი, აშშ და გაერო ჟენევის შეხვედრას მხარს უჭერენ. ამგვარ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის თანხმობა არ უთქვამს პოლიტიკური და შეიარაღებული ოპოზიციის გარკვეულ ძალებს.
XS
SM
MD
LG