ატომურ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერთმანეთს შეხვდნენ ვენაში ორშაბათს ირანის სადავო ბირთვული პროგრამის გარშემო მოსალაპარაკებლად. იუკია ამანო და აბას არაყჩის მოილაპარაკების შემდეგ, არაყჩიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება ძალიან „სასარგებლო იყო“. ამანომ ვენის ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ასეთმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული წინსვლა უნდა მოიტანოს ირანის ბირთვული პროგრამის სფეროში. გაეროს ეს უწყება ესწრაფვის თეირანისგან მოიპოვოს ირანის ბირთვული ობიექტების, შესაბამისი დოკუმენტების და ოფიციალური პირების გაკონტროლების უფლება, რათა შემოწმდეს ვარაუდი, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს. ირანი უარყოფს ასეთ ბრალდებას. მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაგეგმილია 7-8 ნოემბრისთვის, ჟენევაში.
ყველაზე პოპულარული
1