Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება ქვეყნდება ნატოს ოფიციალურ ვებ-საიტზე: „ვულოცავ ქართველ ხალხს გამჭვირვალე და მშვიდობიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომლის დროსაც დაცული იყო გამოხატვის, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. ამ არჩევნებით საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა და გადადგა კონკრეტული ნაბიჯი ევრო-ატლანტიკური სტანდარტებისკენ. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას გააგრძელონ ერთად მუშაობა საქართველოს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის შესასრულებლად. ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას, ვუსურვებ წარმატებას ახლად-არჩეულ პრეზიდენტს და მოუთმენლად ველი მასთან თანამშრომლობას. საქართველო ნატოს ახლო და სანდო პარტნიორია. ჩვენ გავაგრძელებთ ახალ პრეზიდენტთან და მის გუნდთან მუშაობას იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ამოცანების შესრულებაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს ურთიერთობა“.
XS
SM
MD
LG