გაეროს მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის თანახმად სირიაში პოლიომიელიტის 10 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ამ დაავადების პირველი მასობრივი გავრცელებაა 14 წლის განმავლობაში. გაეროს უწყების თანახმად ქვეყანაში ასევე გამოვლინდა პარალიტიკური პოლიომიელიტის 12 შემთხვევა, დაავადების ყველაზე სერიოზული ფორმა, რომლის გამომწვევი მიზეზები დგინდება. დაავადებულთა უდიდესი რაოდენობა 2 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. პოლიომიელიტის გავრცელების ეპიცენტრი კი პროვინცია დეირ ალ ზორია, თუმცა, როგორც გაეროს უწყება აცხადებს, არსებობს დაავადების მთელ ქვეყანაში გავრცელების საშიშროება.