Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაოდ ავსტრალიის ქვედანაყოფი ავღანეთს დატოვებს


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი აბოტი ორშაბათს მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთს, სადაც საერთაშორისო მრავალეროვნულ ოპერაციაში ავსტრალიის სამხედრო კონტინგენტის მისია დასასრულს უახლოვდება. ავსტრალიის პრეზიდენტის აპარატის თანახმად, ტონი აბოტი თარინ კოვტში განლაგებული ავსტრალიის ქვედანაყოფის შტაბს გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში ესტუმრა. ავსტრალია 10 წელიწადზე მატია მონაწილეობს ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორის მხარდამჭერ ოპერაციაში და 40 ჯარისკაცი დაკარგა. ავსტრალიის ქვედანაყოფის შტაბი გადაეცემა ავღანეთის არმიას მას შემდეგ, რაც 1000 კაციანი ქვედანაყოფი საშობაოდ დატოვებს ავღანეთის მიწას. ქვედანაყოფი გასვლა „ტკბილ-მწარე“ განწყობას იწვევს, რადგან „გაწეული მუშაობის მიუხედავად, ავღანეთი კვლავაც ყველაზე სახიფათო ადგილია დედამიწის ზურგზე“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG