Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაჰიმი სირიის საერთაშორისო კონფერენციის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს


გაეროსა და არაბთა ლიგის წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი განაგრძობს მოლაპარაკებებს სირიაში, რომლის მთავრი თემაა სამშვიდობო კონფერენციის ორგანიზება. ჟენევა 2-ის სახელწოდებით ცნობილმა საერთაშორისო კონფერენციამ ბოლო უნდა მოუღოს ორწლიან სისხლისმღვრელ კონფლიქტს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმსა და სირიის ოპოზიციურ ძალებს შორის. ბრაჰიმი, რომელიც რეგიონში კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმებას ისახავს მიზნად, მანამდე ირანში იმყოფებოდა. ორშაბათს სირიაში მოქმედმა 19 ისლამისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ არ სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის მომავლის გარშემო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელშიც ჩართული იქნებიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წარმომადგენლები. რუსეთი, აშშ და გაერო ჟენევის შეხვედრას მხარს უჭერენ. ამგვარ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის თანხმობა არ უთქვამს პოლიტიკური და შეიარაღებული ოპოზიციის გარკვეულ ძალებს.
XS
SM
MD
LG