Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ანქვაბმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სტანისლავ ლაკობა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან სტანისლავ ლაკობას ”უმიზეზოდ გათავისუფლების” გამო შეშფოთება გამოთქვა ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭომ. მისი შეფასებით, ლაკობას დათხოვნით პრეზიდენტმა ანქვაბმა დააკანონა საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის უკანონო პროცესი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან 28 ოქტომბერს გაათავისუფლა. ანქვაბის განკარგულებაში მიზეზი მითითებული არ არის.
XS
SM
MD
LG