Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსის სამიტზე გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დელეგაციაში, რომელიც ვილნიუსის სამიტს დაესწრება, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან. მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ვილნიუსიდან მიღებული მიწვევით სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც ქვეყანა უნდა წარადგინოს, შეუძლია თან ჰყავდეს ორი მინისტრი და ისინი იქნებიან ყველა მაღალი დონის ფორმატის მონაწილენი. ამასთან, დელეგაციაში უნდა იყოს კიდევ ხუთი პირი, რომლებიც შეძლებენ მოვლენებს თვალყური ადევნონ სპეციალური დარბაზიდან. მაია ფანჯიკიძის თქმით, დელეგაციას არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს და ხვალ სწორედ მასთან ექნება კონსულტაცია დელეგაციის შემადგენლობის შესახებ. "მართალია, ჯერ ინაუგურაცია არ ყოფილა, მაგრამ ვილნიუსიდან უკვე გვთხოვენ კონკრეტულ მონაცემებს დელეგაციის წევრების თაობაზე”, - განაცხადა ფანჯიკიძემ. შეკითხვას, იქნებიან თუ არა დელეგაციაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მაია ფანჯიკიძემ უპასუხა: "ჩვენ იმის ფუფუნების უფლება არა გვაქვს, რომ ხელისუფლებაში არმყოფი ხალხი წავიყვანოთ ვილნიუსში, იმდენად შეზღუდულია რაოდენობა."
XS
SM
MD
LG