Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: უცხოელი ლიდერების თვალთვალი ყოველდღიური მოვლენაა


აშშ-ის დაზვერვის სამსახურის დირექტორმა კონგრესს განუცხადა, რომ უცხოელი ლიდერების თვალთვალი ყოველდღიური მოვლენაა და აშშ-ის სათვალთვალო ოპერაციების შემადგენელი ნაწილია დიდი ხანია. ჯეიმს კლეპერის თანახმად, ეს ყველა ქვეყნის მიერ ხორციელდება და აშშ-ის საიდუმლო სამსახურების გარკვეული ძირითადი პრინციპია, რათა უცხოელი ლიდერების განზრახვები დადგინდეს. კლეპერმა თქვა, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებს ასევე უთვალთვალებენ მოკავშირეები. კლეპერი და სახელმწიფო უშიშროების უწყების დირექტორი კით ალექსანდერი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარდგნენ იმ ევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილების ფონზე, რომლებმაც ახლახან შეიტყვეს, რომ ამერიკის დაზვერვა მათ სატელეფონო საუბრებს უსმენდა. გავრცელებული ცნობებით, აშშ უშიშროების სამსახური უსმენდა ესპანეთის და საფრანგეთის მილიონობით სატელეფონო საუბარს და ასევე - გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის დაზვერვის უშიშროების სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა, ედვარდ სნოუდენმა.
XS
SM
MD
LG