Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა რამდენიმე ძებნილი პირი


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ძებნილი პირი შეიწყალა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი ინფორმაციით, ერთი კვირის წინ შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს გაუგზავნა 150-მდე მსჯავრდებულის სია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ასამდე პირი დაამატა. სუბარის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, რომლებიც ძებნილები იყვნენ და საპატიმროში ერთი დღეც არ ყოფილან. მათ შეწყალებას სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეიწყალა ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანიც, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით იყო გასამართლებული.
XS
SM
MD
LG