Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ხადური: მიხეილ სააკაშვილმა თანხა სრულად დახარჯა პრეზიდენტის ფონდიდან


თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა. კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მისი მოადგილე კი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეა. კომისიის შემადგენლობაში არიან ფინანსთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და რეგიონული განვითარების მინისტრების პირველი მოადგილეები. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ფონდიდან მიხეილ სააკაშვილმა თანხა სრულად დახარჯა და შესაბამისად, ინაუგურაციის ცერემონია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 10 მილიონ ლარს შეადგენდა. საქართველოს პრეზიდენტად 27 ოქტომბერს არჩეული გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG