Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარნოვმა პრეზიდენტის შეწყალების არსი განმარტა


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ის ხალხი, რომლებიც „პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი" გახდნენ. მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა და 250-მდე პირი შეიწყალა. მათ შორის არის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი. მას აღნიშნული თანამდებობა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს ეკავა. ახალი ხელისუფლების პირობებში მას ბრალი დაუსწრებლად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს. შეწყალებულთა შორის არის ასევე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი, რომელიც ძიმცეიშვილის მსგავსად ძებნაში იმყოფება. შეწყალება შეეხო და პატიმრობიდან თავისუფლდება აგრეთვე ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი. თუმცა, ანდრო ბარნოვის თქმით, მაიზერ ლიპარტელიანი თავის დროზე მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ პროკურატურას სასურველი ჩვენება არ მისცა.
XS
SM
MD
LG