Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციურ გაზეთს დახურვა ემუქრება


აზერბაიჯანის ოპოზიციურ გაზეთ „აზადლიკს“ თავისუფლება ემუქრება მზარდი ფინანსური ზეწოლის გამო. ბაქოს ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ოთხშაბათს გაზეთს დამატებით კიდევ 3 000 მანათის (3800 დოლარის) გადახდა დააკისრა მას შემდეგ, რაც გამოცემამ ვერ შეძლო მანამდე დაკისრებული ჯარიმის 32 ათასი მანათის, ანუ 40 ათასი აშშ-ის დოლარის გადახდა. აღნიშნული ჯარიმის გადახდა სასამართლომ გაზეთს ბაქოში არსებული სავაჭრო ცენტრის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო დააკისრა. თუმცა, გაზეტ „აზადლიკის“ რედაქტორი რაჰიმ ჰასიევი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სასამართლოს ხელით ცდილობს დახუროს გაზეთი, რომელმაც კრიტიკულად გააშუქა 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილახამ ალიევმა გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG