Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ აიღო პასუხისმგებლობა ჯანდაცვის დაზღვევის ვებ-საიტზე შეფერხებების გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იღებს „სრულ პასუხისმგებლობას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯანდაცვის დაზღვევის ახალი პროგრამის ვებ-საიტზე შეფერხებების გამო. სახელმწიფო მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში კეთლინ სებელიუსმა ბოდიში მოუხადა იმ ადამიანებს, ვინც შეეცადა ჯანდაცვის დაზღვევაში ჩაწერილიყო და ვებ-საიტზე არსებული პრობლემების გამო ეს ვერ მოახერხა. სებელიუსმა კონგრესის კომიტეტს განუცხადა, რომ პასუხს აგებს ყველა შეფერხებაზე.
XS
SM
MD
LG