Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში სენატორებს შეხვდა


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი ვაშინგტონში აშშ-ის კანონმდებლებს ხვდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მალიკის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში. მალიკი ცდილობს მიიღოს აშშ-ის სამხედრო დახმარება ერაყში ძალადობრივ მოვლენებთან გასამკლავებლად. გაეროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ერაყში 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოთხშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვითარება ერაყში „უარესდება და ამის შეცვლა მალიკიზეა“. მაკკეინი ერთ-ერთია იმ ექვს რესპუბლიკელ და დემოკრატ სენატორს შორის, რომელმაც სამშაბათს წერილით მიმართა ბარაკ ობამას და ერაყში ძალადობის ზრდაში მალიკის მთავრობა დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG