Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ტერიტორიაზე იერიში განახორციელა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა


ხუთშაბათს დილით პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა იერიში განახორციელა. გავრცელებული ცნობით, სამი სავარაუდო მეამბოხეა მოკლული ქალაქ მირანშასთან. ეს იერიში განხორციელდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრიდან ერთ კვირაში. შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი უპილოტო თვითმფრინავების იერიშების შეჩერება იყო. პაკისტანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის შემდეგ უპილოტო თვითმფინავებით განხორციელებულ 317 იერიშს 2160 ისლამისტი მეამბოხე და 67 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. პაკისტანის წინა მთავრობისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავების იერიშებს 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG