Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტში პარტნიორების „მისწრაფებაზეა“ საუბარი


ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღიარებს აღმოსავლეთის პარტნიორი ექვსი ქვეყნის „ევროპულ მისწრაფებას“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ ვილნიუსის სამიტზე. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იუწყება ბრიუსელიდან, ჩანაწერი სიტყვასიტყვით იმეორებს 2011 წლის ვარშავის რეზოლუციას, მაშინ როცა, ევროკავშირის გაფართოების მომხრე ქვეყნები უფრო ძლიერ რედაქციას - „ევროპული პერსპექტივას“ უჭერდნენ მხარს. ასეთი ჩანაწერი, რაც აღმოსავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში უკვე არსებობს, წარმოადგენს მძლავრ პირობას, რომ აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნები მომავალში აუცილებლად გახდებიან ევროკავშირის წვერები. ევროკავშირის დიპლომატები და პარტნიორი ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვეთისა და უკრაინის დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას საბოლოო ტექსტზე, რომელსაც ნოემბრის შუა რიცხვებში თავდაპირველად ევროკავშირის ელჩები განიხილავენ და შემდეგ ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერები 28-29 ნოემბრის ვილნიუსის სამიტზე.
XS
SM
MD
LG