Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები: სირიის კონფლიქტს 120 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა


სირიელი აქტივისტთა ჯგუფის ინფორმაციით, ამ ქვეყანაში 31 თვის განმავლობაში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტს 120 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა ამ ეტაპისთვის. ამ ცნობას ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია ავრცელებს. ობსერვატორია იუწყება, რომ აღრიცხული აქვს 120,296 ადამიანის სიკვდილი და მათ შორის 42,495 სამოქალაქო პირი იყო. 25 ივლისს გაერომ გაავრცელა ცნობა, რომ სირიის კონფლიქტს 100 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ გაეროს მონაცემი არ განუახლებია.
XS
SM
MD
LG