არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, რომელიც ძირითადად ქალებისა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე მუშაობს, თბილისში უსახლკაროთა თავშესაფარს ხსნის. როგორც “იდენტობის” წევრები ამბობენ, თავშესაფარი იმ ადამიანებს, რომლებიც მცირეწლოვანი ბავშვებით ქუჩაში ცხოვრობენ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყინვისგან გადაარჩენს. “იდენტობის” წევრი გურამ მაცხონაშვილი ამბობს, რომ “თავშესაფარი” მხოლოდ დასაწყისია დიდი პროექტისა, რომელსაც მთელი საზოგადოება უნდა შეუერთდეს. გურამ მაცხონაშვილი გვიამბობს, როგორ დაიწყო პროექტზე მუშაობა.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.