Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერის თქმით თვალთვალის პროგრამა გარკვეულწილად „ზღვარს გასცდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონს კერი აღიარებს, რომ აშშ-ის თვალთვალის პროგრამა "შეუსაბამოდ გასცა ზღვარს“. ამასთან ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებში, კერიმ კვლავ გაუსვა ხაზი დაზვერვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენ საქმე გვაქვს ახალ მსოფლიოსთან, სადაც ადამიანები მზად არიან თავი აიფეთქონ“, - აღნიშნა კერიმ, თუმცა, დასძინა, რომ სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების დროს საჭირო იყო შეზღუდვების დაწესება. ხუთშაბათს დაზვერვის საკითხებში სენატის კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მუშაობაში. როგორც რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი იტყობინება, კანონპროექტში, რომელიც თერთმეტმა სენატორმა ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა, კვლავაც განსაზღვრულია ეროვნული უშიშროების სააგენტოს უფლება აწარმოოს მასშტაბური მონიტორინგი სატელეფონო საუბრებისა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG