Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირინე იმერლიშვილი დაინიშნება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად


საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა დაადასტურა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება. იმერლიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთავაზებას დათანხმდა და უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიკავებს. მან აღნიშნა, რომ საბჭო თვისებრივად შეიცვლება და მოხდება მისი ახლებურად ფორმირება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს კანონს უშიშროების საბჭოს შესახებ. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრად არჩევამდე ირინე იმერლიშვილი რესპუბლიკური პარტიის რეგიონული და საარჩევნო მდივანი და პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო-იურიდიული სამსახურის უფროსი იყო. რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს ამჟამინდელ მდივანს, გიგა ბოკერიას, თანამდებობიდან გადადგომის განცხადება ჯერჯერობით არ დაუწერია - ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” აცნობა უშიშროების საბჭოს პრესსამსახურმა. მისი ინფორმაციით, ბოკერია პოსტიდან გადადგომის განცხადებას 17 ნოემბრამდე, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაწერს.
XS
SM
MD
LG