Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლეს პაკისტანის თალიბანის ლიდერი


რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური იტყობინება, რომ პაკიტანის თალიბანმა დაადასტურა ცნობა მისი ლიდერის, ფაკიმულა მეჰსუდის მოკვლის შესახებ. სავარაუდოდ, ის, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. თავდასხმა განხორციელდა პარასკევს, ჩრდილოეთ ვაზირისტანში. ადრე დაზვერვის სამსახური იტყობინებოდა, რომ უპილოტო თვითმფრინავებმა ცეცხლი დაუშინეს ობიექტს დანდა დაპრა ხელში, რეგიონულ დედაქალაქ მირან შაჰთან მდებარე სოფელში, სადაც სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიხოცა. დაიღუპა ასევე მეჰსუდის მძღოლი და მისი მცველი. ჩრდილოეთი ვაზირისტანი თალიბების საყრდენი პროვინციაა, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. პაკისტანის თალიბანი მეამბოხეთა გამაერთიანებელი, ავღანეთის თალიბანისგან გამოყოფილი, მაგრამ მასთან კავშირში მყოფი ჯგუფია. მეჰსუდმა ლიდერობა ჩაიბარა 2009 წელს, როცა მისი წინამორბედი უპილოტო თვითმფრინავმა იმსხვერპლა. მეჰსუდი პაკისტანში იძებნებოდა. მისი სიკვდილის შესახებ ცნობები ადრეც არაერთხელ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG