Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს ანჯელესის აეროპორტში სროლისას ერთი პირი დაიღუპა


ლოს ანჯელესის პოლიციის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დაიღუპა სროლისას ქალაქის აეროპორტში პარასკევს. ერთი პირი დააკავეს მას მერე, რაც მან იარაღიდან ცეცხლი გახსნა. პოლიციამ შეიარაღებული პირს, რომელიც შევიდა აეროპორტის მესამე ტიერმინალში და სროლა დაიწყო, ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იტყობინებიან, რომ სულ შვიდი პირია დაჭრილი. აეროპორტის სულ მცირე ორი ტერმინალი ევაკუირებულ იქნა, აეროპორტიდან ყველა გაფრენა გადაიდო. სროლის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
XS
SM
MD
LG