Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად დასახელდა ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა გააკეთა, მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართა მოლაპარაკება. ხელისუფლებაში მოსვლამდე 31 წლის ღარიბაშვილი ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ივანიშვილს და კოალიციას.
XS
SM
MD
LG