Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს ბრალდებას, რომ პაკისტანში საჰაერო თავდასხმამ სამშვიდობო მოლაპარაკება დააზარალა


აშშ არ იზიარებს ბრალდებას, რომ პაკისტანში უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელსაც პაკისტანის თალიბანის ლიდერი, ჰაქიმულა მეჰსუდი ემსხვერპლა, ჩაკლა ქვეყანაში ახლახან წამოწყებული სამშვიდობო პროცესი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შაბათს განაცხადა, ექსტრემისტებთან მოლაპარაკების წარმოება პაკისტანის საშინაო საქმეს წარმოადგენდა. მისი განცხადებით, პაკისტანს და აშშ-ს „ექსტრემისტული ძალადობის დასრულების საერთო სტრატეგიული ინტერესი ამოძრავებდათ“. უფრო ადრე, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჩოდრი ნისარმა დაგმო აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიში და მას „სამშვიდობო პროცესზე თავდასხმა“ უწოდა. ნისარის თქმით, გადახედვას დაექვემდებარება პაკისტანის აშშ-სთან თანამშრომლობის „ყველა ასპექტი“. იერიშის გასაპროტესტებლად საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ისლამაბადში აშშ-ის ელჩი.
XS
SM
MD
LG