Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი კაიროში პირველად ჩავიდა მურსის გადაყენების შემდეგ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი კაიროში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ეგვიპტეში მას შემდეგ, რაც იქ ისლამისტი პრეზიდენტი, მოჰამედ მურსი გადააყენეს. როგორც ვარაუდობენ, ვიზიტისას კერი დემოკრატიული რეფორმების გატარების მოწოდებით გამოვა. კერის ვიზიტი ერთი დღით უსწრებს წინ მურსის სასამართლო პროცესის დაწყებას. მურსის ბრალად ედება 2012 წლის დეკემბერში საპრეზიდენტო სასახლის წინ დემონსტრანტების დახოცვის ხელშეწყობა. წელს ვაშინგტონმა დროებით შეაჩერა ეგვიპტისთვის დახმარების სახით ყოველწლიურად 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა იმ მიზეზით, რომ ეგვიპტეში დემოკრატიული პროგრესი არ აღინიშნება და ივლისში მურსის დამხობის შემდეგ მისი მომხრეები ძალადობის მსხვერპლნი არიან.
XS
SM
MD
LG