Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის თალიბანმა დროებითი ლიდერი აირჩია


პაკისტანის თალიბანმა დროებითი ხელმძღვანელი აირჩია, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა მათი ლიდერი, ჰაკიმულა მეჰსუდი. როგორც თალიბანის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, თეჰრეკ-ე-თალიბანის დროებითი ლიდერი იქნება ასმათულა შაჰინ ბჰიტანი. ამავე წყაროს ინფორმაციით, მეჰსუდის მუდმივი შემცვლელი ჯერ შერჩეული არ არის. მეჰსუდი პარასკევს იქნა მოკლული, ჩრდილოეთ ვაზირისტანში. პაკისტანი თავდასხმას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მან ქვეყანაში სამშვიდობო პროცესს მიაყენა ზიანი.
XS
SM
MD
LG