კოსოვოში დღეს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. ქალაქ მიტროვიცის ძირითადად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ნიღბიანი კაცები შეიჭრნენ, ცრემლმდენი გაზი გაუშვეს და საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს. თავდასხმის გამო კოსოვოს საარჩევნო კომისიის წევრები და ეუთოს მონიტორები იძულებული გახდნენ უბანი დახურვამდე ორიოდე საათით ადრე დაეტოვებინათ. კოსოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვალდეტე დეკამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ამ უბანზე კენჭისყრა შეწყვეტილ იქნა. კომისიის ცნობით, ადგილობრივი დროით დღის სამ საათზე კოსოვოს მასშტაბით ამომრჩევლის აქტიურობა 33 პროცენტი იყო. თუმცა კოსოვოს ჩრდილოეთში აქტივობა ამ დროისთვის 7 პროცენტით განისაზღვრა. კოსოვოს ჩრდილოეთში სერბი რადიკალები არჩევნების ბოიკოტირების მოწოდებით გამოდიოდნენ.
ყველაზე პოპულარული
1