იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირებს უარს გაუგებარი მიზეზით ეუბნება, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა. მისივე თქმით, ადმინისტრაციას მიმართავს ბევრი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა. ბარნოვის განცხადებით, მათ შორის არიან თანამემამულეები, რომლებიც დღემდე არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სურთ, რომ გახდნენ და ასევე, ის პირები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას მოუწოდა, გაუგებარ პრაქტიკას გადახედოს და საქართველოს მისცეს გარე სამყაროსთან ინტეგრირების საშუალება.
ანდრო ბარნოვის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო უარს ეუბნება საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს
ყველაზე პოპულარული
1