Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი აქებს აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი საუდის არაბეთში შეხვდა ამ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, პრინც საუდ ალ-ფაიზალს. კერის თქმით, ორ ქვეყანას შორის შესაძლოა აზრთა სხვაობას იწვევდეს მოქმედების ტაქტიკა, მაგრამ მიზნები საერთოა. კერიმ აღნიშნა, რომ ორივე მხარე ემზადება სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის, რომელიც ჟენევაში უნდა გაიმართოს. თავის მხრივ, ფაიზალმა აღნიშნა, რომ „ორი მეგობარი ქვეყანა“ განიხილავს ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან საკითხებს. ფაიზალმა გააკრიტიკა ირანის მოქმედება სირიის საკითხში და თეირანს მოუწოდა, ნუღარ გაუწევს დახმარებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. ჯონ კერი საუდის არაბეთის მეფე აბდულასაც შეხვდა.
XS
SM
MD
LG