Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვევენ მიხეილ სააკაშვილსა და ედუარდ შევარდნაძეს


„17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, ასევე პარლამენტი სრული შემადგენლობით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მაია ფანჯიკიძის თქმით, 27 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ნამდვილი ევროპული სტანდარტის არჩევნები და, შესაბამისად, ინაუგურაციაც ევროპული სტანდარტის იქნება. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ევროპის დიდ ქვეყნებში ინაუგურაცია ხშირად იმართება პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში. "სამწუხაროდ, თბილისში ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ვიპოვეთ ოპტიმალური ვარიანტი იმისთვის, რომ ეს ინაუგურაცია იყოს სადა, რაც მთავარია, არ დაჯდეს დიდი თანხა და ამიტომ გადავწყვიტეთ ინაუგურაცია ჩატარდეს თბილისში, პარლამენტის შიდა ეზოში. გარდა ამ ღონისძიებისა, აუცილებლად იქნება სამხედრო კომპონენტი, შესრულდება საქართველოს ჰიმნი, იქნება დროშის აღმართვა", - განაცხადა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG