Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იმართება შეხვედრა სირიაზე მოსალაპარაკებლად


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი ჟენევაში ხვდება მაღალი რანგის დიპლომატებს სირიის სამშვიდობო კონფერენციის - ე.წ. ჟენევა 2-ის მოსამზადებლად. ბრაჰიმიმ მოლაპარაკება დაიწყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრით. მოგვიანებით მათ შეუერთდებიან ჩინეთის, საფრანგეთის და ბრიტანეთის წარმომადგენლები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ სამშაბათს გამოთქვა მოსაზრება, რომ ჟენევა 2-ს უნდა დაესწრნენ როგორც სირიის მმართველი რეჟიმის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. კერის თქმით, ჟენევა 2-ის მიზანია სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნის გეგმის განხორციელება. ამ საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ჟენევის წინა შეხვედრაზე, თუმცა მაშინ ღია დარჩა შეკითხვა, უნდა გადადგეს თუ არა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი.
XS
SM
MD
LG