Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გაიხსნა საერთაშორისო დისკუსიის 25-ე რაუნდი


ჟენევაში გაიხსნა ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დიკუსიის 25-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. ორდღიანი შეხვედრისას ქართული მხარე დასვამს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების აუცილებლობის საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებაზე. "საქართველოს დელეგაცია კვლავ გამოხატავს მკაცრ პროტესტს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული სავალალო ვითარების გამო, რასაც განაპირობებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ჯარის არალეგალური პოლიტიკა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG