Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მეთვალყურეები წარმოადგენენ ანგარიშს კოსოვოში არჩევნების შესახებ


ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წევრები დღეს წარმოადგენენ ანგარიშს კოსოვოში კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე, რომლებმაც ძალადობის ფონზე ჩაიარა სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში. კვირის არჩევნები იყო სერბიისაგან კოსოვოს 2008 წელს გამოყოფის შემდეგ პირველი კენჭისყრა, რომლის მონაწილეებმაც მთელ კოსოვოში აირჩიეს ადგილობრივი ლიდერები. სერბია მართალია, უარყოფს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ბელგრადმა კოსოვოს მკვიდრ ეთნიკურ სერბებს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ ამ არჩევნებში, რასაც ითვალისწინებს ბელგრადსა და პრიშტინას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, ნორმალიზაციის შეთანხმება. კვირას ნიღბიანმა პირებმა ჩაშალეს კენჭისყრის პროცესი ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე ქალაქ მიტროვიცის სამივე საარჩევნო უბანში. არჩევნების წინასწარი შედეგებით, კოსოვოს დანარჩენი 34 მუნიციპალიტეტის უმრავლესობაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება მერების ვინაობის დასადგენად.
XS
SM
MD
LG