Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ბილდტი საქართველოში „შურისძიების პოლიტიკის“ საფრთხეს ხედავს


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოში არსებობს „შურისძიების პოლიტიკის“ საფრთხე. ეს მოსაზრება მან გამოთქვა ბრიუსელში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. შეკითხვაზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ალბათობას ეხებოდა, ბილდტმა უპასუხა, რომ მართლაც ხედავს შურისძიების პოლიტიკის ტენდენციებს. მისივე თქმით, ათიოდე დღის წინ, საქართველოში ვიზიტისას, მან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ პირდაპირ უთხრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა. „თუ არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში განიხილება - წესიერ სასამართლოში - ეს ერთია! მაგრამ როცა გვაქვს პოლიტიკური ასპექტები - ხალხი დაკავებული გყავს საკმაოდ დიდი ხნით, სასამართლოში საქმის განუხილველად, ამას შურისძიების პოლიტიკის სუნი უდის და ეს არ არის გამართლებული გზა“, განაცხადა ბილდტმა.
XS
SM
MD
LG