Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში საპრეზიდენტო არჩევნებია


ტაჯიკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოელიან, რომ მოქმედი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი იოლად მოიპოვებს გამარჯვებას და მეოთხე ვადით დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. არჩევნებში პრეზიდენტობის კიდევ 5 კანდიდატი მონაწილეობს - ნაკლებად ცნობილი პირები, რომელთაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ უკრიტიკებიათ. ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს და აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია „კონსტიტუციის დარღვევითა“ და სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ფალსიფიკაციით წარიმართა. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ტაჯიკეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია გააკრიტიკა მხოლოდ რაჰმონის კამპანიის გაშუქების გამო. ტაჯიკეთში ნაწილობრივ შეიზღუდა წვდომა YouTube-სა და ახალი ამბების პოპულარულ დამოუკიდებელ პორტალზე.
XS
SM
MD
LG