Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატი ბილ დე ბლასიო ნიუ იორკის ახალი მერია


ნიუ იორკის ახალ მერად დემოკრატიული პარტიის წევრი ბილ დე ბლასიო აირჩიეს. სამშაბათს გამართულ არჩევნებში მან ხმათა 65 %-ზე მეტი მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯო ლოტოი. მერის პოსტზე კი დე ბლასიო შეცვლის მაიკლ ბლუმბერგს, მილიარდერს და ფილანტროპს, რომელიც სამი ვადის განმავლობაში იყო ნიუ იორკის მერი. პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები აშშ-ის სხვა შტატებშიც გაიმართა. ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორად მეორედ ვადით აირჩიეს რესპუბლიკელი კრის კრისტი, პოპულარული და ქარიზმატული ლიდერი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ ფავორიტად სახლდება.
XS
SM
MD
LG